მედია - ირანის სასამართლო ხელისუფლებამ მიანიშნა, რომ ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად, დაკავებული მომიტინგეების დაჩქარებული სასამართლო პროცესები გაიმართება

ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა ღოლამჰოსეინ მოჰსენი-ეჯეიმ მიანიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირებისთვის სწრაფი სასამართლო პროცესები გაიმართება და სიკვდილით დასჯა მოხდება, - ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

„თუ გვინდა სამუშაოს შესრულება, ახლავე უნდა გავაკეთოთ. თუ გვინდა რამის გაკეთება, სწრაფად უნდა გავაკეთოთ. თუ დაგვიანდება, ორი თვის, სამი თვის შემდეგ, იგივე ეფექტი არ ექნება. თუ გვინდა რამის გაკეთება, სწრაფად უნდა გავაკეთოთ“,- განაცხადა მოჰსენი-ეჯეიმ.

ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, ღოლამჰოსეინ მოჰსენი-ეჯეიმ ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც აქტივისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაკავებულები შესაძლოა, მალე ჩამოახრჩონ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მკაცრ ზომებს“ მიიღებს, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის.

გუშინ, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 14 იანვარს ირანის ხელისუფლება დაკავებული ირანელი მომიტინგის, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯას გეგმავს.

„ისლამური რესპუბლიკის რეჟიმმა 10 600-ზე მეტი ირანელი დააკავა მხოლოდ ძირითადი უფლებების მოთხოვნის გამო. მათ შორისაა 26 წლის ერფან სოლტანი, რომელსაც 14 იანვრისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება