ჩინეთის საგარეო უწყება - ირანის შიდა საქმეებში გარე ჩარევას ვეწინააღმდეგებით

ირანის შიდა საქმეებში გარე ჩარევას ვეწინააღმდეგებით, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუ თეირანი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის, მაშინ აშშ „მკაცრ ზომებს“ მიიღებს.

„ჩინეთი საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებასა და მუქარას არ ეთანხმება“, - აღნიშნა მაო ნინმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ირანელო დემონსტრანტებო, გააგრძელეთ პროტესტი - აიღეთ თქვენი ინსტიტუტები! დახმარება გზაშია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა