საფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს ხსნის

საფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს ხსნის, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

ჟან-ნოელ ბაროს ცნობით, გრენლანდიაში საფრანგეთის საკონსულო 6 თებერვალს გაიხსნება.

ასევე, ბაროს განცხადებით, „აშშ-მა გრენლანდიაზე ზეწოლა უნდა შეწყვიტოს“.

„ნატო-ს სხვა წევრზე თავდასხმა ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ეს თავად აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯიც კი იქნება“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა