შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ყველაზე სადა, ცხადი და მკაფიო გამოსახულებაა ჩვენი ერის ისტორიისა, 1700 წლოვანი ქრისტიანული ცივილიზაციისა, მისი ბრძოლისა და სიმტკიცისა, რომელიც მოგვითხრობს თუ ვინ ვართ ჩვენ

საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა არის ყველაზე სადა, ცხადი და მკაფიო გამოსახულება ჩვენი ერის ისტორიისა, 1700-წლოვანი ქრისტიანული ცივილიზაციისა, მისი ბრძოლისა და სიმტკიცისა, რომელიც მოგვითხრობს თუ ვინ ვართ ჩვენ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი მოსახლეობას ქართული დროშის დღეს ულოცავს, რომელიც დღეს, 14 იანვარს აღინიშნება.

„დღეს საქართველოს სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღეა!

27 წლის წინ, 1999 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტს და ხაზგასმით და ხმამაღლა მოუწოდა საქართველოს სახელმწიფო დროშად იმ გამოსახულების დაბრუნება, რომლის ქვეშაც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ქართველი ხალხი, რომლითაც ეკურთხებოდნენ ქართველი მეფეები და რომელიც იქცა ჩვენი ერის მთლიანობის, სიძლიერის და განუყოფლობის სიმბოლოდ.

საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა არის ყველაზე სადა, ცხადი და მკაფიო გამოსახულება ჩვენი ერის ისტორიისა, 1700-წლოვანი ქრისტიანული ცივილიზაციისა, მისი ბრძოლისა და სიმტკიცისა, რომელიც მოგვითხრობს თუ ვინ ვართ ჩვენ.

„ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი. ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი“, - წერდა ილია ჭავჭავაძე თავის საახალწლო მიმართვაში, 130 წლის წინ. მისი სული ხარობს დღეს, როდესაც ხედავს თავის სამშობლოს, თავისუფალს, ლაღს, დამოუკიდებელს, თავისთავზე დაფუძნებულს და მისთვის საოცნებოს.

ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ, 2026 წელს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიამაყის, ქართული დროშის დღეს!“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია