დონალდ ტრამპი გრენლანდიის პრემიერზე - არ ვეთანხმები მას - არ ვიცი ვინ არის, მის შესახებ არაფერი ვიცი

არ ვეთანხმები მას. არ ვიცი ვინ არის ის, - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის პრემიერ-მინისტრ იენს-ფრედერიკ ნილსენის კომენტარს, რომლის თქმითაც, თუ გრენლანდიას შეერთებულ შტატებსა და დანიას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს, ის დანიას აირჩევს.

„არ ვეთანხმები მას. არ ვიცი ვინ არის ის, მის შესახებ არაფერი ვიცი. მაგრამ ეს მისთვის დიდი პრობლემა იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა სამშაბათს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გრენლანდია დანიასთან დარჩენას ამჯობინებს.

„თუ ჩვენ აქ და ახლა მოგვიწევს არჩევანის გაკეთება შეერთებულ შტატებსა და დანიას შორის, ჩვენ ვირჩევთ დანიას. ჩვენ ვირჩევთ ნატო-ს. ჩვენ ვირჩევთ დანიის სამეფოს. ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს“, - აღნიშნა ნილსენმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა