ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ხელს უწყობს მჭიდრო პოლიტიკური კავშირები.

„ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოში გასულ წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა საქართველოში კომპანია „იგლ ჰილსის“ ისტორიული - 6,6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის მნიშვნელობას, ასევე აღინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციით განხორციელებული თბილისის მშრალი პორტის პროექტის როლი და სხვა უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიების წარმატებული საქმიანობა საქართველოში.

შეხვედრას, რომელიც აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო