Bloomberg - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩასვლას და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი უახლოეს მომავალში მოსკოვში გამგზავრებას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავენ, - ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, შეხვედრა შესაძლოა ამ თვეში შედგეს, თუმცა გეგმები საბოლოო არ არის და ირანში არეულობის გამო შესაძლოა, დრო გადაიდოს.

აშშ-ის ოფიციალური პირები პუტინსა და მის გუნდს სამშვიდობო წინადადებების უახლეს პროექტს წარუდგენენ და მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, აშშ-სა და ევროპის მხრიდან ნებისმიერი მომავალი შეთანხმების დაცვის უსაფრთხოების გარანტიებს და უკრაინის ომისშემდგომ რეკონსტრუქციას შეეხება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა