ირაკლი კობახიძე - ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას

ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემა იყო - „შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო განუხრელად მიჰყვება ასოცირების შეთანხმების დათქმებს.

„ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, ასოცირების შეთანხმებით, ასოცირების დღის წესრიგით და განუხრელად მივყვებით ასოცირების შეთანხმების დათქმებს. ამ მხრივ გვექნება მდგრადი რეფორმები განხორციელებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში