ეკა სეფაშვილი - ძალადობა ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი მხრიდან დაუშვებელია - ძალიან ვწუხვარ ირანელი ხალხის გამო, იმედს გამოვთქვამ, ირანელი ხალხის ნების შესაბამისად გადაწყდება მათი ქვეყნის მომავალი

ძალადობა, ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი, იქნება ეს მომიტინგეების მხრიდან თუ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, დაუშვებელია - ძალიან ვწუხვარ ირანელი ხალხის გამო და იმედს გამოვთქვამ, რომ ირანელი ხალხის ნების შესაბამისად გადაწყდება მათი ქვეყნის მომავალი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადგილი აქვს ძალადობას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და ეს არ არის სასამართლო თუ სხვა ლეგიტიმური უფლებების შესაბამისად განმტკიცებული, დაუშვებელია.

როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, ძალადობა ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი მხრიდან დაუშვებელია და ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს და კანონის ჩარჩოში მოექცეს.

„ვერ ვისაუბრებ ირანელი ხალხის მაგივრად. ირანში, დარწმუნებული ვარ, არიან როგორც ხელისუფლების მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. ზოგადად, ვსაუბრობ, რომ ირანელი ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად ვუსურვებ ვითარების დასტაბილურებას - როგორც მოხდება და როგორც მიაღწევენ დასტაბილურებას ისე, რომ შეწყდეს ეს ხოცვა, მომიტინგეების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება თუ სხვა ტიპის ძალადობრივი მეთოდების გამოყენება ორივე მხრიდან - მომიტინგეების მხრიდანაც თუ აქვს ამას ადგილი...

მე არ მაქვს დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ როგორ და რანაირად მიმდინარეობს [პროცესები ირანში]. როდესაც ადგილი აქვს ძალადობას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და ეს არ არის სასამართლო თუ სხვა ლეგიტიმური უფლებების შესაბამისად განმტკიცებული, ეს დაუშვებელია. რა ზომებს მიმართავს ირანელი ხალხი ასეთი ზომების აღსაკვეთად, თავად ირანელი ხალხის ნებასა და ძალისხმევაზე იქნება დამოკიდებული.

იმის გათვალისწინებით, რომ არ მაქვს სრული ინფორმაცია ყველა მიმდინარე პროცესის, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან რეაგირებაზე, პასუხის გაცემა გამიჭირდება. ძალადობა ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი მხრიდან დაუშვებელია და ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს და კანონის ჩარჩოში მოექცეს.

ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს განხორციელებული. მე არა მაქვს ვრცელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა და როგორ მიმდინარეობს [ირანში]. ძალადობა ყველა მხრიდან დაუშვებელია. ზოგადად გპასუხობთ. ყველა მხრიდან ვამბობ იმიტომ, რომ ყველა ქვეყანაში - ევროკავშირი იქნება, ირანი თუ საქართველო, არსად არ არის დასაშვები”,- განაცხადა სეფაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა