დონალდ ტრამპი - ნატო უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდება, თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში იქნება - ამაზე ნაკლები ნებისმიერი რამ მიუღებელია

ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს „ოქროს გუმბათისთვის“, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. ამ პროცესს ნატო უნდა გაუძღვეს, რათა ჩვენ ის მივიღოთ. თუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ მას რუსეთი და ჩინეთი მიიღებენ და ეს არ მოხდება“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, „აშშ-ის უზარმაზარი სიძლიერის გარეშე, ნატო სამხედრო თვალსაზრისით ეფექტიანი და შემაკავებელი ძალა არ იქნებოდა“.

„მათ ეს იციან და ეს მეც ვიცი. ნატო უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდება, თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში იქნება. ამაზე ნაკლები ნებისმიერი რამ მიუღებელია“, - წერს ტრამპი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა