ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირს საქართველოს კონსტიტუცია, მშვიდობა და დემოკრატია კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ რევოლუცია, რომელიც მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის საშუალებას მისცემს

მათ [ევროკავშირს] საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოში მშვიდობა და დემოკრატია კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ რევოლუცია, რომელიც მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის საშუალებას მისცემს, რომ მეორე ფრინტის ჩავარდნილი სცენარი ახლიდან გააცოცხლონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას: „რა გზავნილია, როცა ევროკავშირის საელჩო დროშის დღეს გვილოცავს და მისალოც ვიდეორგოლში აქციის კადრებია გამოყენებული“.

მისი თქმით, ეს არის სწორედ ის გზავნილი, რის გამოც „ქართული ოცნება“ ევროკავშირს და მის ჩინოვნიკებს აკრიტიკებს.

„ეს სწორედ ის გზავნილია, რაშიც ჩვენ ევროკავშირს და მის ჩინოვნიკებს ვაკრიტიკებთ. მათ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოში მშვიდობა და დემოკრატია კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ რევოლუცია, რომელიც მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის საშუალებას მისცემს, რომ მეორე ფრინტის ჩავარდნილი სცენარი ახლიდან გააცოცხლონ. ამის რეალური მიზანი და მიზეზი ეს არის, სხვა არაფერი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში