ემანუელ მაკრონი - გრენლანდიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების სათანადოდ შეფასებას ვახდენთ

გრენლანდიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების სათანადოდ შეფასებას ვახდენთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონის განცხადებით, „თუ ნებისმიერი ევროპული ქვეყნისა და მოკავშირის სუვერენიტეტი დაირღვევა, მაშინ ამას უპრეცედენტო ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება“.

„საფრანგეთი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და დანიისა და მისი სუვერენიტეტის დასაცავად სრული სოლიდარობით იმოქმედებს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

„ნატო უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდება, თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში იქნება. ამაზე ნაკლები ნებისმიერი რამ მიუღებელია“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია