გზების დეპარტამენტი - ბოლო რამდენიმე თვეში რიკოთის მაგისტრალურ გზაზე გარე განათების კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები დაფიქსირდა - გავამკაცრებთ კონტროლს და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე (რიკოთის მაგისტრალური გზა) გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ქმნის რეალურ საფრთხეს საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე ახორციელებს დაუყოვნებელ რეაგირებას და დაზიანებულ მონაკვეთებზე გარე განათების ქსელის აღდგენის სამუშაოებს, თუმცა, აღდგენის პროცესი გარკვეულ დროს საჭიროებს და ამ პერიოდში გადაადგილების საფრთხე იზრდება.

გუშინ, 13 იანვარს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 185-ე კილომეტრზე, რამდენიმე ასეული მეტრი გარე განათების კაბელის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე გაამკაცრებს კონტროლს და დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის ორგანოებს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასევე, ნებისმიერი საეჭვო ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში