ირაკლი კობახიძე - დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით ულოცავს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს - ეს არის მორიგი უხეში ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში და რადიკალიზმის მხარდაჭერა

მორიგი უხეში ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში და რადიკალიზმის მხარდაჭერა - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დროშის დღის მისალოცად ევროკავშირის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეორგოლი, სადაც აქციის კადრებია გამოყენებული.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით ულოცავს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს“.

„ეს კიდევ ერთი მორიგი უხეში ჩარევაა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ეს ერთი. მეორე, ეს არის რადიკალიზმის მხარდაჭერა. როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს.

რა თქმა უნდა, ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს. ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით ულოცავს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს“, - განაცხადა კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა