ირაკლი კობახიძე - ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვის სუვერენიტეტს თუ თავად მოლდოველი ხალხი სხვა რამეს არ გადაწყვეტს -  რუმინეთს უნდა ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, თუმცა ჩვენთვის შემაშფოთებელია უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია

ჩვენთვის ამ ყველაფერში შემაშფოთებელია უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, როდესაც მოლდოვის ხელისუფლება არის მზად დათმოს სუვერენიტეტი და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებლობის დათმობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ის რეფერენდუმის შემთხვევაში რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.

კობახიძის განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს მოლდოვის სუვერენიტეტს, თუ თავად მოლდოველი ხალხი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„ჩვენ ვუჭერთ მხარს მოლდოვის სუვერენიტეტს თუ თავად მოლდოველი ხალხი სხვა რამეს არ გადაწყვეტს. შემაშფოთებელია თვითონ მოლდოვის ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. რა თქმა უნდა, რუმინეთს უნდა ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, ეს მათი საქმეა. ჩვენთვის ამ ყველაფერში შემაშფოთებელია უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, როდესაც მოლდოვის ხელისუფლება არის მზად დათმოს სუვერენიტეტი და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებლობის დათმობას, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა