ირაკლი კობახიძე - Eagle Hills-ის პროექტით 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას წლის განმავლობაში - ერთ პროექტს აქვს ამხელა ეფექტი ქვეყნის განვითარებაზე, შესაბამისად, სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს მის  წარმატებით განხორციელებაზე

Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტით 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას წლის განმავლობაში. 10 წლის განმავლობაში, წლიურ ჭრილში შეემატება 700 მლნ ლარი ქვეყნის ბიუჯეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამ ერთ კონკრეტულ პროექტს აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ყოველგვარი ნეგატიური ფაქტორის გარეშე, შესაბამისად, „სახელმწიფო თავიდან ბოლომდე იღებს პასუხისმგებლობას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე“.

„კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ეფექტი ექნება Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე - 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას, წლის განმავლობაში. 10 წლის განმავლობაში წლიურ ჭრილში საშუალოდ შეემატება 700 მლნ ლარი ქვეყნის ბიუჯეტს ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტიდან. ამხელა მოგება ექნება როგორც ეკონომიკას, ასევე ბიუჯეტს და გარდა ამისა, შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი. აქ საუბარია როგორც დროებით, ასევე, მუდმივ სამუშაო ადგილებზე. 24 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება უშუალოდ პროექტის განხორციელების ეტაპზე და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის დასრულების შემდეგ. ერთ კონკრეტულ პროექტს აქვს ამხელა ეფექტი ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ყოველგვარი ნეგატიური ფაქტორის გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფო თავიდან ბოლომდე იღებს პასუხისმგებლობას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე", - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ „ეს იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში“.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული. ჩვენ გვქონდა შეხვედრა რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლებთან. ესენი არიან მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი კომპანიები, რომლებსაც აქვთ ინვესტიციის ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, „იგლ ჰილსის" ინვესტიცია უკვე ხორციელდება საქართველოში. ასევე გვქონდა შეხვედრა DAMAC-თან, რომელიც ასევე არის მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი კომპანია. გვქონდა საუბარი სხვადასხვა მიმართულებით დამატებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ასევე „აბუ-დაბი პორტებთან", რომელსაც აქვს უკვე მიმდინარე პროექტი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის თბილისის მშრალი პორტის პროექტი, რომლის განხორციელების მეორე ფაზა დაიწყო. გვქონდა სხვა მიმართულებით კომპანიასთანაც თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბარი.

გვქონდა შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. მან აღგვითქვა სრული მხარდაჭერა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა ამ კუთხით არის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ქვეყნებს შორის, ხელისუფლებებს შორის, ასევე კონკრეტულ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერა ამ მიმართულებით.

ასევე გვქონდა დღეს გამოსვლა უშუალოდ ცენტრალურ ღონისძიებაზე ამ სამიტის ფარგლებში, სადაც საუბარი ძირითადად შეეხო ჩვენი ქვეყნის გეგმებს ენერგეტიკის მიმართულებით და ასევე - დაკავშირებადობის მიმართულებით. მთლიანობაში ვიტყვი, რომ იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს