სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო საზოგადოებას ირანელი ხალხის დაცვის ვალდებულება აქვს - მსურს ირანში ეთნიკურად ქართველი თემისადმი გამოვხატო ჩემი ღრმა სამძიმარი, მათთვის, ვინც ისპაჰანში მოკლეს

საერთაშორისო საზოგადოებას ირანელი ხალხის დაცვის ვალდებულება აქვს, ასევე მსურს ირანში ეთნიკურად ქართველი თემისადმი გამოვხატო ჩემი ღრმა სამძიმარი, მათთვის, ვინც ისპაჰანში მოკლეს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ირანის რეჟიმის მიერ უდანაშაულო მსხვერპლების სასტიკი რეპრესირება ირანელი ერისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ დანაშაულია და პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს. ირანელ ხალხთან ერთად ვლოცულობ ამ არაადამიანური დანაკარგებისთვის. საერთაშორისო საზოგადოებას მათი დაცვის ვალდებულება აქვს.

ასევე მსურს ირანში ეთნიკურად ქართველი თემისადმი გამოვხატო ჩემი ღრმა სამძიმარი, მათთვის, ვინც ისპაჰანში მოკლეს, როდესაც ისინი თავისუფლებასა და დემოკრატიას იცავდნენ”,-წერს ზურაბიშვილი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა