მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მოკლული ქალის მეზობელი მედიასთან აცხადებს, სავარაუდო დამნაშავე 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მისი თქმით, მოკლული ქალი 40 წლამდე ასაკის იყო.

„ქალი 40 წლამდე იყო, ის ბიჭი კი, ალბათ, 30 წლამდე. ბიჭი ბევრჯერ წაიყვანეს [სამკურნალო დაწესებულებაში] და მეორე დღეს ისევ ბრუნდებოდა სახლში. ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მეზობლები იყვნენ. როგორც ვიცი, გაქცეულია“, – განაცხადა მან მედიასთან.

არსებული ინფორმაციით, მოკლული ქალი და სავარაუდო დამნაშავე ე.წ. იტალიური ეზოს ერთ ეზოში ცხოვრობდნენ.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა