Fox News - აშშ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეაჩერებს ვიზების გაცემას, მათ შორის რუსებისთვის

აშშ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეაჩერებს ვიზების გაცემას, მათ შორის რუსებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი სახელმწიფო დეპარტამენტის საბუთზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საბუთი აშშ-ის საკონსულო წარმომადგენლებს არსებული კანონის ფარგლებში ვიზების გაცემაზე უარის თქმას ავალდებულებს, როდესაც პარალელურად სახელმწიფო დეპარტამენტი ხელახლა აფასებს სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს.

Fox News-ის ინფორმაციით, 75 ქვეყანას შორის არის: რუსეთი, სომალი, ავღანეთი, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ნიგერია, ტაილანდი, იემენი და სხვები. სრული სია ამ მომენტისთვის არ არსებობს.

პაუზა 21 იანვრიდან შევა ძალაში და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო პროცედურების ხელახლა შეფასებას არ დაასრულებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს