ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანმა ოთხი სომეხი პატიმარი გაათავისუფლა და სომხეთს გადასცა

აზერბაიჯანმა ოთხი სომეხი პატიმარი გაათავისუფლა და სომხეთს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშიანიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გევორგ სუჯიანი, დავით დავთიანი, ვიგენ ეულჯეკჯიანი და ვაგიფ ხაჩათრიანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებმა გადმოგვცეს ჰაკარის ხიდზე და ახლა სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან…

გევორგ სუჯიანს, დავით დავთიანს, ვიგენ ეულჯეკჯიანს წინასწარი შეფასებით ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ. ვაგიფ ხაჩათრიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინასწარი შეფასებით დამაკმაყოფილებელია. ისინი ერევანში მიდიან”, - წერს ფაშინიანი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება