ირანის საელჩოსთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, პროტესტის ორი მონაწილე ცუდად გახდა

ირანის საელჩოსთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, აქციის ორი მონაწილე ცუდად გახდა.

მათ პირველადი დახმარება სასწრაფოს დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ორივე ადამიანი მას შემდეგ გახდა ცუდად, რაც შეიტყვეს, რომ მათი ოჯახის წევრები ირანში საპროტესტო აქციების დროს მოკლეს.

ირანის საელჩოსთან აქცია ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოსა და ირანის მოქალაქეები.

ისინი სოლიდარობას უცხადებენ ირანში მიმდინარე პროტესტს და ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ.

დემონსტრანტებს თან აქვთ ირანისა და საქართველოს დროშები. ასევე საპროტესტო პლაკატები წარწერით: “თავისუფლება ერებს დიქტატურისგან”; “თავისუფლება მებრძოლ ირანელ ხალხს”.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა