თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, არჩილ გორდულაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო შსს-მ მის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების“ დეპუტატზე, არჩილ გორდულაძეზე დაწერილი პოსტის გამო შსს-მ მის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.

ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ, 15 იანვარსაა ჩანიშნული, თუმცა, მასზე დასწრებას არ აპირებს.

ჩერგოლეიშვილის განმარტებით, „კანონს, რის მიხედვითაც ის უნდა გასამართლდეს, არ აღიარებს და მას გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებასთან და კონსტიტუციასთან სრულიად შეუთავსებლად მიიჩნევს“.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა