გიგა ლემონჯავა - ახლა ყველაზე უფრო ახლოს ვართ ოპოზიციურ ერთიანობასთან, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ - ერთიანობა უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთთან ქცევის წესებს, ასევე, შეთანხმების საფუძველი უნდა იყოს ის, თუ როგორ ვუგებთ ბიძინას

ახლა ჩვენ ყველაზე უფრო ახლოს ვართ ოპოზიციურ ერთიანობასთან, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ოპოზიციური ერთიანობა არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ყველა პოლიტიკური პარტია ერთ პარტიად გადაკეთდება.

გიგა ლემონჯავას თქმით, მალე ოპოზიციური კოორდინაცია, ოპოზიციური ერთიანობა იქნება აბსოლუტურად ხელშესახები და საჯარო საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემს სხვა კოლეგებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ყოველდღიური ურთიერთობა. ერთიანობაზე ჩვენ წლებია ვსაუბრობთ. მაგალითად, პარტია „დროა“ ერთიანობაზე საუბრობს და მუშაობს წლებია და ასეთი ვითარება, როგორიც ახლაა პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრში ამ პერიოდის განმავლობაში, არ ყოფილა, არც ორგანიზაციული თვალსაზრისით, არც შეთანხმების სიახლოვის თვალსაზრისით, იმის გააზრების თვალსაზრისითაც, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება შეთანხმება საერთო სტრატეგიასთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე ოპოზიციური კოორდინაცია, ოპოზიციური ერთიანობა იქნება აბსოლუტურად ხელშესახები და საჯარო, საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ჩემი აზრით, ერთიანობა უნდა ეფუძნებოდეს რამდენიმე რამეს: ერთი ეს არის ქცევის წესები, რა ტიპის კომუნიკაციაში არიან პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან, ეს უნდა იყოს გაწერილი და შეთანხმებული. თავდაუსხმელობა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ნაწილი, იქ კიდევ არის გადაწყვეტილების მიღების წესები და ა.შ. როგორ ვუგებთ ბიძინას, როგორ ვაშორებთ ხელისუფლებიდან, ჩემი აზრით, ეს ასევე უნდა იყოს შეთანხმების საფუძველი“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში