გიგი წერეთელი - ერთ დღეს ყველა მაინც უნდა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ დაპირისპირებული მხარეები - შეთანხმდნენ, როგორ შეიცვლება ხელისუფლება, აბა, მაინც და მაინც ირანის სცენარით უნდა განვითარდეს მოვლენები?

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის კომპეტენციაში არ შედის შეწყალების სიის ფორმირება და არც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.

როგორც წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ასეთი გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის რამდენიმე წარმომადგენლის მიერ მიიღება.

მისივე თქმით, ის ყოველთვის შეთანხმებისა და კონსენსუსის მომხრეა, თუმცა ჩნდება კითხვა – შეეხებათ თუ არა შესაძლო შეწყალება „ყველა პოლიტიკურ პატიმარს“.

„ყაველაშვილის კომპეტენცია არ იქნება შეწყალების სიის დაკომპლექტება და ზოგადად, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ალბათ, გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი და რამდენიმე ადამიანი.

რაც მოხდა, ძალიან რთული გამოსასწორებელია. პოლიტიკური ლიდერები ციხეში იმისთვის გაუშვეს, რომ არ მივიდნენ საგამოძიებო კომისიაზე, არ ცნობდნენ ლეგიტიმურად და ეს მათი პოლიტიკური უფლება იყო. პოლიტიკური პოზიციის გამო იჭერენ ადამიანს.

მე ყოველთვის ვარ მომხრე იმისა, რომ შეთანხმება არსებობდეს და კონსენსუსი მოინახოს. ერთი ფაქტორიც არის, მიიღებს ყველა პოლიტიკური პატიმარი შეწყალებას?! მახსოვს, ზურა ჯაფარიძეს ჰქონდა საშუალება ციხიდან უფრო ადრე გამოსულიყო, მაგრამ არ გამოვიდა. თუ რამეს გააკეთებენ ამ მიმართულებით, თუნდაც იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც გააჩნიათ, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ იქნებიან, ეს რა თქმა უნდა კარგი იქნება“,- განაცხადა წერეთელმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ერთადერთი რეალისტური და სწორი სცენარია.

მისი თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ ოპოზიციის მონაწილეობაზე — აუცილებელია, მოლაპარაკების მაგიდასთან დაპირისპირებული ყველა მხარე დასხდეს.

გიგი წერეთლის შეფასებით, ქვეყნის პოლიტიკური პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარება დაუშვებელია და დასძინა, რომ მოვლენები „ირანის სცენარით“ არ უნდა განვითარდეს.

„ერთ დღეს ყველა მაინც უნდა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს საუკეთესო გამოსავალი და სცენარია. მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ ოპოზიცია უნდა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, არამედ დაპირისპირებული მხარეები, ერთ დღეს რამეზე ხომ უნდა შეთანხმდნენ?! შეთანხმდნენ იმაზე თუ როგორ შეიცვლება ხელისუფლება, რომ მოხდება ტრანზიცია. აბა მაინც და მაინც ირანის სცენარით უნდა განვითარდეს მოვლენები? მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე საგარეო ფაქტორები მოქმედებს. ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, მოქმედებს“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

კითხვაზე, არის თუ არა ოპოზიცია მზად მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დასხდეს, წერეთელი პასუხობს, რომ მოლაპარაკებამდე ოპოზიციამ უნდა შეძლოს ერთიანი ფრონტი შექმნა და საზოგადოებისთვის მკაფიო ალტერნატივის შეთავაზება, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რას ნიშნავს შესაძლო ცვლილება.

„ჯერ ოპოზიციამ უნდა შექმნას ერთიანი ფრონტი. თუკი ვერ მოხერხდება ალტერნატივის შექმნა, რომელიც საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ თუ ხდება ცვლილება. ეს ოპოზიციამ უნდა გააკეთოს და ამაზე მუშაობა მიმდინარეობას.

თუკი უმრავლესობა შევთანხმდებით თამაშის და ურთიერთობის წესებზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა წერეთელმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს