Reuters – ირანში აშშ-ის სამხედრო ჩარევა ერთი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი

ირანში აშშ-ის სამხედრო ჩარევა ერთი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ორმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო ჩარევა მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეიძლება მოხდეს. ისრაელის მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ტრამპმა ჩარევა გადაწყვიტა, თუმცა მასშტაბები და ვადები გაურკვეველი რჩება”, - წერს სააგენტო.

ასევე აღინიშნება, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბაზებიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავს. დიდ ბრიტანეთს ასევე გაჰყავს პერსონალი კატარში მდებარე ავიაბაზიდან აშშ-ის მოსალოდნელ დარტყმებამდე. აღინიშნება, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ამაზე კომენტარები არ გაუკეთებია.

„ყველა სიგნალი იმაზე მიანიშნებს, რომ აშშ-ის თავდასხმა გარდაუვალია, მაგრამ ეს ადმინისტრაცია სწორედ ასე იქცევა, რათა ყველა ყურადღებით იყოს. არაპროგნოზირებადობა სტრატეგიის ნაწილია”, - განაცხადა დასავლეთის სამხედრო მაღალჩინოსანმა Reuters-თან საუბარში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა