სომხური ეკლესია იოანე წინამორბედის შობას დღესასწაულობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს სომხური ეკლესია იოანე წინამორბედის შობას დღესასწაულობს. სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს უახლოეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა და მაცხოვარი მდინარე იორდანეში მონათლა. იოანე უდაბნოში ცხოვრობდა, ადამიანთა ბიწიერებას ამხელდა და მათ სინანულისკენ მოუწოდებდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას საქართველოში, მის მრევლს და მშვიდობას უსურვებს“, - აღნიშნულია მილოცვაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში