დონალდ ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელის მოქმედ პრეზიდენტს ესაუბრა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, დელსი როდრიგესთან „შესანიშნავი საუბარი“ ჰქონდა.

„ჩვენ უზარმაზარი პროგრესი გვაქვს, ვენესუელას სტაბილიზაციასა და აღდგენაში ვეხმარებით. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ნავთობი, მინერალები, ვაჭრობა და, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოება. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას შორის პარტნიორობა ყველასთვის შესანიშნავი იქნება“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

დელსი როდრიგესის ცნობით, დონალდ ტრამპთან „ხანგრძლივი და თავაზიანი სატელეფონო საუბარი გამართა“.

„ჩვენი ხალხისთვის სასარგებლო ორმხრივი სამუშაო დღის წესრიგი და ჩვენს მთავრობებს შორის არსებული მოსაგვარებელი საკითხები განვიხილეთ“, - დაწერა როდრიგესმა X-ზე.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს შეხვდება.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა