მედია - აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვენესუელაში დონალდ ტრამპის სამხედრო მოქმედებების უფლების შეზღუდვას ითვალისწინებდა

აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვენესუელაში დონალდ ტრამპის სამხედრო მოქმედებების უფლების შეზღუდვას ითვალისწინებდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

კანონპროექტის თანახმად აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვენესუელის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო მოქმედებების განხორციელებას კონგრესის ნებართვის გარეშე ვერ შეძლებდა.

სენატში კენჭისყრის შემდეგ ხმები 50-50-ზე გაიყო, რის გამოც რეზოლუციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ხმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მისცა.

სენატის უმცირესობის ლიდერმა „დემოკრატმა“ ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ „კენჭისყრა სიტუაციას უფრო სახიფათოს ხდის“.

„დემოკრატებთან“ ერთად რეზოლუციას მხარი „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა რენდ პოლმა, ლიზა მურკოვსკიმ და სიუზან კოლინსმა დაუჭირეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში