შალვა კერესელიძე - გახარია ერთადერთია, ვინც ვერც მუქარამ და თავდასხმამ ვერ გააჩერა - „ოცნების“ პატარა ბიჭებს კი ვურჩევდი, ზედმეტად ნუ მოინდომებენ, თორემ აგერ მათგან ყველაზე მონდომებულები პატრონმა საახალწლოდ უკვე გაუშვა ციხეში

გახარია ერთადერთია, ვინც „ოცნების“ მაღალჩინოსნებიდან გაბედა, ღიად დაუპირისპირდა და ვერც მუქარამ და თავდასხმამ ვერ გააჩერა - „ოცნების“ პატარა ბიჭებს კი ვურჩევდი, ზედმეტად ნუ მოინდომებენ, თორემ აგერ მათგან ყველაზე მონდომებულები პატრონმა საახალწლოდ უკვე გაუშვა ციხეში, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს.

კერესელიძე გასულ წელს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც ყოფილ პრემიერს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ერთი წელი გავიდა, რაც ყველამ ვნახეთ, „ოცნების“ ჩინოვნიკების ბანდის მიერ გიორგი გახარიაზე ჯგუფური ლაჩრობით განხორციელებული თავდასხმა ბათუმში - ათი ერთის წინააღმდეგ, თან როცა გულს და ზურგს მთელი სამართალდამცავი სისტემა გიმაგრებს.

ამ ჩინოვნიკებსაც და ამ სამართალდამცავ სისტემასაც საერთო ბრძანება ჰქონდათ მიღებული ერთი ადამიანისგან - თანაც საჯაროდ! ამავე სამართალდამცავ სისტემას ბოლოს მოუწია ორი სისხლის სამართლის საქმის შეთითხნა გიორგი გახარიას წინააღმდეგ.

გიორგის მე პირადად ძალიან ბევრი წელია ვიცნობ და ვინმეს მუქარის გამო უკან დახევა მისი თვისება არასდროს ყოფილა. ვისაც ასე ეგონა, ესე იგი მას საერთოდ არ იცნობს.

გახარია ერთადერთია, ვინც „ოცნების“ მაღალჩინოსნებიდან გაბედა და ღიად დაუპირისპირდა. ვერც მუქარამ და ვერც თავდასხმამ ის არ გააჩერა.

„ოცნების“ პატარა ბიჭებს ვურჩევდი, ზედმეტად ნუ მოინდომებენ, თორემ აგერ მათგან ყველაზე მონდომებულები პატრონმა უკვე გაუშვა საახალწლოდ ციხეში“, - აცხადებს კერესელიძე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში