შალვა პაპუაშვილი - როცა საერთაშორისო წესრიგი მორღვეულია და რეგიონში მსგავსი პროცესები ხდება, ჩვენი მთავარი არსი არის ის, რომ ამ ქარიშხალში მშვიდად გავიაროთ და ქვეყანა არ დავაზიანოთ

როდესაც რეგიონში ასეთი პროცესებია, კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ სად ვართ, რომელ და როგორ რეგიონში ვართ - ჩვენს რეგიონში ნებისმიერი ტურბულენტობა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის რისკის შემცველია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირანში მიმდინარე პროცესებზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, ყველაფერს ემატება ის, რომ საერთაშორისო წესრიგი მოიშალა და საერთაშორისო სამართლის ცნება არის წყალშემდგარი.

„აქ ხომ პირველად არ ვართ - ასე ვართ ათასწლეულები. რაც ხდება, ასეთი ტურბულენტობა საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ მომხდარა. ჩვენს გენეტიკურ დონეზე დალექილ გამოცდილებაში ჩავიხედოთ და მივხვდეთ, რომ ვართ ამ გეოპოლიტიკურ გარემოში, რასაც ზედ ემატება ის, რომ საერთაშორისო წესრიგი მოიშალა, საერთაშორისო სამართლის ცნება არის წყალშემდგარი.

ინსტრუმენტები, რომელზეც ჩვენნაირი მცირე ქვეყნები თავის მთავარ ინტერესებს აფუძნებენ, რაც არის ჩვენი ძალა, იარაღი და ფარი, არის საერთაშორისო სამართალი, რომელიც მორღვეულია. როცა საერთაშორისო წესრიგი მორღვეულია და რეგიონში მსგავსი პროცესები ხდება, ჩვენი მთავარი არსი არის ის, რომ ამ ქარიშხალში მშვიდად გავიაროთ და ქვეყანა არ დავაზიანოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში