გიგა ფარულავა - რეალობიდან ვერ გაქრება ივანიშვილის მიერ გახარიაზე თავდასხმის საჯაროდ გაცემული დავალება

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ფარულავა პარტიის თავმჯდომარეზე, გიორგი გახარიაზე 1 წლის წინ განხორციელებულ თავდასხმას იხსენებს აღნიშნავს, რომ „რაც არ უნდა ეცადოს „ოცნების“ პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის როლის დამალვას, საჯარო სივრციდან და რეალობიდან ვერ გაქრება ივანიშვილის მიერ დავალების საჯაროდ გაცემის ფაქტი“.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„2025 წლის 15 იანვარს, ანუ ზუსტად 1 წლის წინ, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ფიზიკურად თავს დაესხა „ოცნების“ შეიარაღებული მაღალჩინოსნების ჯგუფი, 10 კაცამდე. ამ თავდასხმას წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის მიერ 2 თვით ადრე გაკეთებული სიძულვილის შემცველი საჯარო მუქარა გახარიასა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ. რაც არ უნდა ეცადოს „ოცნების“ პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის როლის დამალვას, საჯარო სივრციდან და რეალობიდან ვერ გაქრება ივანიშვილის მიერ დავალების საჯაროდ გაცემის ფაქტი. ისევე, როგორც 20 ივნისის საქმიდან ვერ გაქრება ფაქტი, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია და ამ ბრძანების გამცემი, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგინდება. და ისევე, როგორც ჩორჩანას საქმიდან ვერ გაქრება ფაქტი, რომ საგუშაგოს ჩადგმით გიორგი გახარიამ მშვიდობიანად დაიცვა ქართული მიწა“,- წერს ფარულავა სოციალურ ქსელში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში