ირაკლი კობახიძე  - ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი

საქართველოს ეკონომიკის და კონკრეტულად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ავიაკომპანიები, დაგვემატოს ახალი ავიარეისები, მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს დაკავშირებადობა მსოფლიოს წამყვან ავიაჰაბებთან და კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ქვეყნის როლი როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ საავიაციო სივრცეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი.

„ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი. სწორედ ასეთი მიდგომა გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯებით გავაძლიეროთ ქვეყნის როლი საერთაშორისო ავიაციაში და უზრუნველვყოთ მდგრადი სარგებელი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა - როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ისე სახელმწიფო უწყებებს და თითოეულ პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ საქართველოს ავიაციის განვითარებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს, მადლობა მინდა გადავუხადო მის გუნდს. მადლობა მინისტრს, რომელიც წარმატებით უძღვებოდა მოლაპარაკებებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და რომელმაც უზრუნველყო ახალი ხელშეკრულების გაფორმება, წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, რამდენჯერმე გაუმჯობესებული პირობებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს