პრემიერი - საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, განვითარების არსებული ტემპი იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად და უფრო აქტიურად ვიზრუნოთ ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაზე

საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული 5 წლის განმავლობაში.

„5 წლის მანძილზე ჩვენმა საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3% და ჩვენი ნომინალური ეკონომიკა 16 მლრდ დოლარიდან გაიზარდა 37.5 მლრდ დოლარამდე. რა თქმა უნდა, განვითარების ეს ტემპი იძლევა იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო აქტიურად ვიზრუნოთ ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაზე. დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, დღევანდელი დღე გვაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენი განვითარების ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება მომავალში. მადლობა ყველას, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ეკონომიკის სამინისტროს, ყველას, ვინც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა. წარმატებები მინდა გისურვოთ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში