ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ

მე ვფიქრობ, საქართველოში არ არის ის ვითარება, ობიექტურად, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან 75 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებული შტატები საემიგრაციო ვიზებზე უარს აცხადებს, თუმცა სხვადასხვა მიზნით ვიზების გაცემა ჩვეულებრივად მოხდება.

„თქვენ ახლა უყურებთ ამერიკაში საიმიგრაციო მიმართულებით რა პოლიტიკა ტარდება. ფაქტობრივად, აშშ საემიგრაციო ვიზებზე უარს აცხადებს. თქვენ იცით, რომ ტრამპმა შემოიღო ეს „ოქროს ბარათი". თუ თქვენ გინდათ, რომ აშშ-ში ცხოვრების უფლება და ა.შ. მოიპოვოთ, იქ გარკვეულ მაღალ ფინანსურ ვალდებულებებზე არის საუბარი. ზოგადად, საემიგრაციო ვიზა რას ნიშნავს?! როდესაც მოქალაქე იძულებულია დატოვოს თავისი ქვეყანა. იძულების მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს. მე ვფიქრობ, საქართველოში არ არის ის ვითარება, ობიექტურად, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ. რაც შეეხება სასწავლო მიზნით, ბიზნესის მიზნით, საქმიანი ურთიერთობის მიზნით თუ ტურისტული მიზნით ვიზებს, ეს ვიზები ჩვეულებრივად, როგორც აქამდე გაიცემოდა, ისეთივე წესით გაგრძელდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები საიმიგრაციო ვიზების გაცემას დროებით 75 ქვეყნისთვის აჩერებს, რომელთა შორისაა საქართველოც. ქვეყნების სრული ჩამონათვალი ასეთია: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.

ინფორმაციისთვის, პაუზა 21 იანვრიდან შევა ძალაში და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო პროცედურების ხელახლა შეფასებას არ დაასრულებს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო