Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, „ჯივიპის“ ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, Aqualia „ჯივიპის“ ავტოპარკის განახლებას აგრძელებს. კომპანიამ საოპერაციო ცენტრების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიული რეაგირების მიზნით 2025 წელს 7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ავტოპარკისთვის 61 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამგზავრო, სამშენებლო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები შეიძინა.

მათივე ცნობით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად შეამცირებს თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების დაზიანებებზე რეაგირების დროს და უზრუნვეყოფს სამუშაო ლოკაციებზე ყველა საჭირო ტექნიკური ინვენტარისა და მასალის ოპერატიულ მიწოდებას.

„2025 წელს Aqualia-მ „ჯივიპის“ ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში ჯამში 9 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რის ფარგლებშიც 32 ერთეული მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილი, 9 ერთეული სამგზავრო და სატვირთო მიკროავტობუსი და 20 ერთეული მძიმე სამშენებლო და სპეციალური ტექნიკა შეისყიდა.

კომპანია ავტოპარკის განახლების პროცესს მომდევნო წლებშიც აქტიურად გააგრძელებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში