გიორგი შარაშიძე - მიზანია, გააქრონ ივანიშვილის როლი და არ დადგინდეს, ვის შეეძლო ისეთი გავლენის მოხდენა, რომ 20 ივნისს გახარიას გვერდის ავლით რეზინის ტყვიები, ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოეყენებინა

BBC-ის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია, ისევე როგორც 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე ერთადერთ მიზანს ემსახურება - როგორმე გააქრონ ივანიშვილის როლი, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, პარლამენტარი გიორგი შარაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც შარაშიძე წერს, ქიმიური ნივთიერების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივაც სწორედ იმიტომ ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“, რომ მთავარი დამნაშავისთვის ხელი დაეფარებინა.

„BBC-ის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია, ისევე როგორც 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე ერთადერთ მიზანს ემსახურება - როგორმე გააქრონ ივანიშვილის როლი და არ დაუშვან სიმართლის დადგენა იმ მთავარ კითხვასთან დაკავშირებით, თუ ვის შეეძლო ისეთი გავლენის მოხდენა, რომ 20 ივნისს გახარიას გვერდის ავლით რეზინის ტყვიები, ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში წყალში აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოეყენებინათ.

ქიმიური ნივთიერების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივის ჩაგდება ოცნების მიერ მორიგი დასტურია იმისა, რომ ოცნება ყველაფერს აკეთებს მთავარი დამნაშავისთვის ხელის დასაფარებლად, რადგან ამ კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიება ლოგიკურად მიგვიყვანდა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანების გამცემის ვინაობის დადგენასთან.

სწორედ ამიტომ, დაადო ოცნებამ 20 ივნისის საქმის მასალების ნაწილს გრიფით საიდუმლო და ამიტომ ცნო დაუშვებლად ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიცაა ივანიშვილისა და ოცნების მაღალჩინოსნების სხვადასხვა დროს – 2019 წლის ივნისსა და 2024 წლის ოქტომბერში საჯაროდ გაკეთებული განცხადებები.

სამართალს ვერავინ დაემალება და სიმართლე აუცილებლად დადგინდება, ოღონდ არა ოცნების ხელისუფლების პირობებში. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!“ - წერს შარაშიძე.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს