კანადის პრემიერი - აშშ-სთან ურთიერთობები უფრო მრავალმხრივი, ღრმა და ფართოა, ვიდრე ჩინეთთან, თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთთან ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი გახდა

ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადია, ვიდრე აშშ-სთან, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, ჩინეთი კანადისთვის უფრო საიმედო პარტნიორია თუ არა, კარნიმ უპასუხა, რომ ვაშინგტონსა და ოტავას შორის კავშირები „უფრო ღრმაა“, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი გახდა.

„აშშ-სთან ურთიერთობები უფრო მრავალმხრივი, ღრმა და ფართოა, ვიდრე ჩინეთთან. ეს გასაკვირი არ არის. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთთან ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი გახდა და ამის შედეგებს თქვენც ხედავთ“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, პარასკევს მარკ კარნიმ და სი ძინპინმა შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმად კანადა 49 000 ჩინურ ელექტრომობილს თავის ბაზარზე დაუშვებს, ხოლო სანაცვლოდ ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ტარიფებს შეამცირებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში