პეტერ ფიშერი - შევხვდი „საქართველოს ახალგაზრდულ გაერთიანებას“ და ფოტო გამოვაქვეყნე, „იმედი“ და „რუსთავი 2“ კი აცხადებენ, რომ „ირანის რადიკალური სცენარის“ წახალისება მოხდა -  ამ აგრესიულ დეზინფორმაციას უარვყოფ

15 იანვარს გერმანიის საელჩოში შევხვდი „საქართველოს ახალგაზრდულ გაერთიანებას“ და ფოტო გამოვაქვეყნე. დღეს, „იმედი“ და „რუსთავი 2“ აცხადებენ, რომ შეხვედრა „ფარული“ იყო და „ირანის რადიკალური სცენარის“ წახალისება მოხდა. ეს სრული სიცრუეა. მსგავსი არაფრის განხილვა მომხდარა. გერმანიის სახელით ამ აგრესიულ დეზინფორმაციას უარვყოფ, - ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საუბარი იყო „ახალგაზრდების შეშფოთებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დაბლოკილია“.

„ვისაუბრეთ ახალგაზრდების შეშფოთებაზე განათლების რეფორმის, ღრმად პოლარიზებული გარემოს შესახებ, სადაც განსხვავებულ აზრს ღალატად აცხადებენ, რეალურად კი ეს დემოკრატიის არსს წარმოადგენს. კარგი მომავლისთვის ყველა ახალგაზრდა გვჭირდება“, - წერს ფიშერი X-ზე.

ცნობისთვის, „იმედმა“ და „რუსთავი 2"-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 15 იანვარს გერმანიის საელჩოში, ელჩ პეტერ ფიშერთან შეხვედრა გამართეს „რადიკალური ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრებმა“.

„არსებული ინფორმაციით, პეტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს პროცესების რადიკალიზაციის აუცილებლობაზე ესაუბრა და მათ განუმარტა, რომ მსხვერპლის არსებობა გამოიწვევს მასობრივ და რადიკალურ პროტესტს, მაგალითად კი ირანში არსებული ვითარება მოიყვანა“, - ნათქვამია „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში