ადვოკატი სასამართლოს - ნანა სანდერი შიმშილობას იწყებს და ეს მისი გადასაწყვეტია - აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას ვაყენებ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან­ დაკავშირებით სასამართლო პროცესი მომდინარეობს. დღევანდელი პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.

სხდომას ესწრება ერთ-ერთი ბრალდებული, ნანა სანდერი, რომელმაც გასულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თუკი მას დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ, ის მშრალ შიმშილობას დაიწყებს. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა სხდომაზე აღნიშნა, სწორედ სანდერის მდგომარეობიდან გამომდინარე აპირებს, რომ სასამართლოს სანდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

„ნანა სანდერთან გასაუბრების შემდგომ რეალობა არ შეცვლილა, როგორც მან განაცხადა, შიმშილობას იწყებს და ეს მისი გადასაწყვეტია.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა მინდა დავაყენო“,- განაცხადა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე.

უფლებადამცველს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიმართა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენოს, როდესაც მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალესანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში