სერგეი ლავროვი - ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია

ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გრენლანდია აშშ-ისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის 2025 წლის დიპლომატიური საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, „გრენლანდია დანიის ბუნებრივი ნაწილი არ არის“.

„პრინციპში, გრენლანდია დანიის ბუნებრივი ნაწილი არ არის. ის არც ნორვეგიის ბუნებრივი ნაწილი ყოფილა და არც დანიის. ეს კოლონიური დაპყრობის შედეგია. სხვა საკითხია, ადგილობრივები შეჩვეულები არიან ამას და კომფორტულად გრძნობენ თუ არა თავს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე, ლავროვის განცხადებით, რუსეთს გრენლანდიის დაპყრობის გეგმა არ აქვს.

„გრენლანდიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს იმით ამართლებენ, მას რუსეთი ან ჩინეთი დაიპყრობს. ამის მტკიცებულება არ არსებობს. ეჭვი არ მეპარება, რომ ვაშინგტონში კარგად ესმით, რომ არც რუსეთს და არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მსგავსი გეგმები არ აქვთ“, - განაცხადა ლავროვმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში