დონალდ ტრამპმა უკრაინა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია

დონალდ ტრამპმა უკრაინა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინელი დიპლომატები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას განიხილავენ.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოში“ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისა და ბელარუსის მიწვევის ფაქტსაც გამოეხმაურა.

„ჩემთვის რთულია წარმოვიდგინო, როგორ ვიქნებით რუსეთთან ერთად რომელიმე საბჭოში. ეს ამ საბჭოს არ ეხება. უბრალოდ, რუსეთი „ომის საბჭოს“ მომხრეა და ბელარუსიც მის გვერდით დგას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში