კალიფორნიის გუბერნატორი - დროა, ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპის წინაშე სიმტკიცე გამოიჩინონ

დროა, ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპის წინაშე სიმტკიცე გამოიჩინონ, - ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროპელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა გააკეთონ, მაგრამ იმას ვერ გააგრძელებენ, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ის მათ ატყუებს და ეს სირცხვილია. თანამონაწილეობა შეწყვიტეთ. დროა, სიმტკიცე გამოიჩინოთ. ისინი მას უბრალოდ თავს უხრიან. მსოფლიო ლიდერებისთვის სამუხლეები უნდა წამომეღო. იმედია, ხვდებიან, თუ როგორ უსუსურად გამოიყურებიან საერთაშორისო არენაზე“, - განაცხადა გევინ ნიუსომმა.

მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა საჯაროდ უნდა თქვან ის, რასაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ზურგს უკან საუბრობენ.

„ისინი მას დასცინიან, ამ დროს კი ემლიქვნელებიან. ამის შესახებ საუბარი ერთი წლის უნდა ჰქონოდათ. ახლა კი ამის საფასურს იხდიან“, - აღნიშნა კალიფორნიის გუბერნატორმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი