გიტანას ნაუსედა - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მშვიდობიანად მოგვარების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ რუსეთს

ლიეტუვას პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მშვიდობიანად მოგვარების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, რადგან ძალიან კარგად იცნობს რუსეთს.

მისი თქმით, უკრაინა დიპლომატიის ენაზე საუბრობს, რუსები კი რაკეტების დაგროვებას აგრძელებენ, ამიტომ, ალბათ, ნაადრევია დასკვნის გაკეთება, რომ რუსები მზად არიან სამშვიდობო გეგმა მიიღონ და მოლაპარაკებები დაიწყონ.

გიტანას ნაუსედას თქმით, მოსკოვს სურს მეტი დროის მოგება უკრაინაზე თავდასხმისთვის, რაც ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.

ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი იმპერიალისტურ ამბიციებს არ დათმობს.

„კრემლის რეჟიმის შეცვლაც კი, სავარაუდოდ, არ ნიშნავს რუსეთის პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებებს, რადგან დროდადრო მესმის, რაზე საუბრობენ რუსი ოპოზიციის ლიდერები, სინამდვილეში, ისინი ერთი და იგივე იდეებს წარმოადგენენ. და ეს იდეები, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ეხება“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი