ბელგიის პრემიერ-მინისტრი - დონალდ ტრამპი წითელ ხაზებს კვეთს

დონალდ ტრამპი წითელ ხაზებს კვეთს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა დავოსში განაცხადა.

მისი თქმით, თუ ახლა უკან დაიხევ, მაშინ ღირსებას დაკარგავ და ეს დემოკრატიაში ყველაზე ძვირფას რამეს წარმოადგენს.

„აქამდე, თეთრ სახლში ახალ პრეზიდენტთან დაშოშმინების პოლიტიკის გატარებას ვცდილობდით. ძალიან რბილად ვმოქმედებდით, მათ შორის ტარიფებთან დაკავშირებით, იმ იმედით, რომ უკრაინის ომში მისგან მხარდაჭერას მივიღებდით. მაგრამ, ახლა იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა, რომ საკუთარი თავის პატივისცემისთვის არჩევანის გაკეთება გიწევს. ერთი საკითხია ბედნიერი ვასალი იყო, მაგრამ უბედურ მონად ყოფნა სრულიად სხვა რამეა. თუ ახლა უკან დაიხევ, მაშინ ღირსებას დაკარგავ და ეს დემოკრატიაში ყველაზე ძვირფას რამეს წარმოადგენს“, - განაცხადა ბარტ დე ვევერმა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის ცნობით, ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

„ამ შეხვედრას განსხვავებული ხასიათი ექნება, ვიდრე აქამდე იყო დაგეგმილი. მას გზავნილი ექნება: თქვენ წითელ ხაზებს კვეთთ. ჩვენ ან ერთად დავდგებით, ან დაყოფილები ვიქნებით, ეს კი 80-წლიანი ატლანტიზმის ეპოქის დასასრული იქნება. როგორც გრამშიმ თქვა: „თუ ძველი კვდება და ახალი ჯერ არ დაბადებულა, შენ მონსტრების დროში ცხოვრობ“ და მასზეა დამოკიდებული, სურს თუ არა, რომ მონსტრი იყოს“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში