ლევან ჟორჟოლიანი - ვფიქრობთ, რომ კომისია სამუშაოებს აპრილის ბოლომდე დაასრულებს, თუმცა მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

დღეს ჩატარდა სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა - აღინიშნა და გადაწყდა, რომ კომისია არა მხოლოდ სურსათის ფასებზე, არამედ მედიკამენტებზე და ასევე საწვავის ფასებზე იმუშავებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში, აღნიშნულ საკითხს შეისწავლის შესაბამისი ჯგუფი საქართველოს პარლამენტში.

„ვფიქრობთ, რომ კომისია სამუშაოებს დაასრულებს აპრილის ბოლომდე, პარალელურ რეჟიმში, შესაბამისი ჯგუფი შეისწავლის პარლამენტში აღნიშნულ საკითხს და ერთობლივად, პარლამენტთან კოორდინაციაში, ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ სასურველ შედეგს. ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება და, ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას, თუ რას მოიცავს ეს ფასები, სად არის ფასნამატები, სად არის ფასნამატები არალოგიკური და არ შეესაბამება არსებულ ევროპულ პრაქტიკას,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში