კაია კალასი - გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის, ამას არანაირი მუქარები ან ტარიფები არ შეცვლის, სუვერენიტეტით არ ვაჭრობენ - ჩვენი პასუხი უნდა იყოს სიმშვიდის შენარჩუნება, ჩვენი პოზიციის დაცვა და ერთიანი მოქმედება

გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის, არანაირი მუქარები ან ტარიფები არ შეცვლის ამას, ჩვენი პასუხი უნდა იყოს სიმშვიდის შენარჩუნება, ჩვენი პოზიციის დაცვა და ერთიანი მოქმედება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

კალასმა ისაუბრა გრენლანდიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას გრენლანდიას და დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში.

“გრენლანდია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ეს საიდუმლო არ არის. მის მახლობლად საკვანძო წყალქვეშა მარშრუტებია და მის ქვემოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეული, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისთვის.

საშუალება მომეცით ცხადად ვთქვა: გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. არანაირი მუქარები ან ტარიფები არ შეცვლის ამას. სუვერენიტეტით არ ვაჭრობენ. ევროკავშირი ეჭვების გარეშე უდგას გვერდში გრენლანდიას და დანიის სამეფოს თავიანთი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ შაბათს გაკეთებული განცხადებები ვითარებას ქმნის, რომლის გამოცდილებაც აქამდე არ გვქონია. ჩვენი პასუხი უნდა იყოს სიმშვიდის შენარჩუნება, ჩვენი პოზიციის დაცვა და ერთიანი მოქმედება”, - განაცხადა კალასმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი