მედია - გრენლანდიაზე ტრამპის მუქარების ფონზე ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინა

გრენლანდიაზე ტრამპის მუქარების ფონზე, ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

კერძოდ, აღინიშნება, რომ ევროპარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის გამო ტარიფებზე ტრამპის მუქარების ფონზე მათ შეერთებულ შტატებთან საკვანძო სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინეს.

ევროპარლამენტი მომავალ კვირებში აპირებდა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებაზე კენჭისყრას, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ამერიკულ სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმებას ითვალისწინებდა.

აღინიშნება, რომ რატიფიცირების გაყინვა მიღწეულ შეთანხმებას არ აუქმებს, მაგრამ თეთრი სახლისადმი უთანხმოების ძლიერ მესიჯს აგზავნის, რომელიც, ევროპარლამენტის თქმით, შეშფოთებას გამოიწვევს ამერიკულ ბიზნეს წრეებში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი