დონალდ ტრამპი სომხეთ-აზერბაიჯანზე - პუტინმა მითხრა: „ვერ ვიჯერებ, რომ მოახერხე ამ ომის მოგვარება, ამაზე 10 წელი ვმუშაობდი“, ვინაიდან, ეს მისი ტერიტორიაა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აზერბაიჯანი და სომხეთი “პუტინის ტერიტორიაა”. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა.

“სომხეთი და აზერბაიჯანი. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას”. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. და მოვახერხე ორივე ქვეყნის მეთაურის ჩემს ოვალურ ოფისში მოყვანა. და ერთი ერთ მხარეს დაჯდა, მეორე - მეორე მხარეს.

ერთმა მითხრა: “აზერბაიჯანის მეთაური ვარ 22 წელია და 22 წელია მის ხალხს ვკლავდი”. და მეორე ჯენტლმენმა - ორივე კარგი ადამიანია - მითხრა: “7 წელია ვარ და 7 წელია მის ხალხს ვკლავდი”. და რამდენიმე საათში ერთმანეთის გვერდით იყვნენ და როდესაც დავასრულეთ, ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ და დიდი მშვიდობა იყო…

მაგრამ პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ მოახერხე ამ ომის მოგვარება, 10 წელია ვმუშაობდი ამაზე”, ვინაიდან ეს მისი ტერიტორიაა", - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება