ეკა მიშველაძე - ვთვლი, რომ ბრძოლის ახალი ეტაპია საჭირო - ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რასაც ვხედავ და რაშიც მინდა, მივიღო მონაწილეობა

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე „ტვ პირველს“ ტოვებს. როგორც მან ტელეკომპანიის ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, ახლა ბრძოლის ახალი ეტაპია საჭირო.

მიშველაძის თქმით, სურს, რომ ბრძოლის სხვა "უფრო ცხელ ფაზაში" გადავიდეს და ეს არის პოლიტიკური ბრძოლა.

"ჟურნალისტიკიდან ასე ვერ წახვალ, თუმცა რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ვთვლი, რომ ახალი ეტაპია საჭირო, ბრძოლის ახალ ეტაპს ვგულისხმობ და ბრძოლის იმ ეტაპისთვის უფრო საჭიროდ დავინახე ჩემი თავი. იმ ბრძოლას, რომელზეც მე ვლაპარაკობ, უფრო სჭირდება გაცოცხლება, იმედი, რწმენა. მინდა, რომ გარკვეული წვლილი შევიტანო ამაში და მგონია, რომ ამას შევძლებ. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რასაც მე ვხედავ და რაშიც მინდა, რომ მივიღო მონაწილეობა, ბრძოლის სხვა ცხელ, უფრო ცხელ ფაზაში გადავიდე და ვიყო წინა ხაზზე.

ივანიშვილს ჰგონია, რომ პოლიტიკა მოკლა, მაგრამ ვერ მოკლავს. სწორედ მაშინ, როდესაც მას ჰგონია, რომ პოლიტიკა მოკლა, ყველას დაჭერით ემუქრება, ყველა პოლიტიკურ პარტიას განადგირებით ემუქრება, ყოველთვის გამოჩნდება ერთი, ან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ბრძოლაში შევა და დადგება იმ ადამიანების გვერდით, ვინც ქუჩაში არიან. ჩვენ არ დავუთმობთ ამ ქვეყანას რუსებს და მინდა, რომ ამ ბრძოლაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო", - განაცხადა მიშველაძემ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი