დონალდ ტრამპი - გრენლანდიასთან დაკავშირებით ისეთ რამეს შევიმუშავებთ, რითაც ნატო ძალიან კმაყოფილი იქნება და ჩვენც ძალიან კმაყოფილი ვიქნებით

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები გრენლანდიასთან დაკავშირებით შეიმუშავებს გეგმას, რომლითაც ნატო კმაყოფილი იქნება.

„ვფიქრობ, ისეთ რამეს შევიმუშავებთ, რითაც ნატო ძალიან კმაყოფილი იქნება და ჩვენც ძალიან კმაყოფილი ვიქნებით“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს, როდესაც დაუსვეს კითხვა, დაშლის თუ არა გრენლანდიის შეძენის მისი მცდელობა ალიანსს.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

„ეს ჩვენ გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის და მსოფლიო უსაფრთხოებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რაღაც მოხდება, რაც ყველასთვის ძალიან კარგი იქნება. არავის გაუკეთებია ნატო-სთვის ჩემზე მეტი, როგორც ადრე ვთქვი, ყველანაირი თვალსაზრისით“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი